მნიშვნელოვანისიახლეები

გამოხმაურება მმართველი გუნდიდან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები კანონმდებლობით სრულად იქნება დაცული.

მისივე თქმით, სააკაშვილის უფლებები დაცულია დღესაც, როდესაც მას მიეცა შესაძლებლობა, პირადად დაესწროს სასამართლო პროცესს.

„მისი უფლებები საქართველოს კანონმდებლობით სრულად იქნება დაცული, ისევე როგორც ეს ხდება დღეს და მას სასამართლოში აქვს საშუალება, წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებსა და მის ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდებს მოერიდონ ყველანაირ დესტრუქციულ ქმედებებს.

“მიხეილ სააკაშვილი, როგორც იცით ესწრება სასამართლო პროცესს, თუმცა მის მიმართ გამოყენებული სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესაძლებლობა ნამდვილად ჩრდილმიყენებული იქნება იმ შემთხვევაში თუ სასამართლოს წინ აღნიშული აქციები განსაკუთრებულ ძალადობრივ ქმედებებს გამოამჟღავნებენ ისევე, როგორც მისი სასამართლოს მიყვანა იცით, რომ პროკურატურის მხრიდან იყო დასაბუთებული, რომ შეიძლება ყოფილიყო გარკვეული საფრთხის მატარებელი.ამიტომ მოვუწოდებ მის მხარდამჭერებს მისივე ინტერესების გათვალისწინებით, თავის შეიკავონ ყველანაირი დესტრუქციული ქმედებისგან,”- განაცხადა ნინო წილოსანმა.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილის განცხადებით, ყველანაირ ძალადობრივ ქმედებაზე სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება ექნება.

“უსაფრთხოების ჯიხურზე ასვლა, ღობეზე გადაძრომა, ეს არის პროვოკაცია. ამას არანაირი კავშირი არ აქვს პროტესტის გამოხატვასთან. ფაქტია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” აქციებს იყენებს იმისთვის, რომ პროვოკაციები მოაწყოს, მაგრამ ამ პროვოკაციებით ერთადერთი შედეგი რაც მათთვის დგება ეს არის, რომ კიდევ უფრო მარგინალიზაცია ხდება. “ნაციონალური მოძრობის” ყოველგვარი პროვოკაცია იქნება აღკვეთილი სამართალდამცავების მხრიდან,”- განაცხადა რატი იონათამიშვილი.

ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილის და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანის ხმა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. პროცესს ესწრება თავად ბრალდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

დღევანდელი სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეს ეხება. 7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს.

მსგავსი პოსტები

Back to top button