გამოხმაურებები ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით [Audio]
სასაჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ფარულ ჩანწერებს ეხმაურება. ,,გუშინ გავრცელებულ ჩანაწერში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, თუმცა აუცილებელია ექსპერტიზის პასუხის დასკვა“.
როგორც კახი კახიშვილმა აღნიშნა, ზოგადად, ასეთი ტიპის საქმეებზე პირველი რაც კეთდება არის ის, რომ ინიშნება ფონოსკოპიური ექსპერტიზა მონტაჟის კვალთან და ავთენტურობასთან დაკავშირებით.
,,რამდენადაც მე ვიცი, გამოძიებამ ეს ექსპერიზები დანიშნა. შესაბამისად, დაველოდოთ ექსპერტიზის პასუხს, ვინაიდან ექსპერტიზის პასუხი არის ერთ-ერთი საფუძველი ასეთი ტიპის საქმეებში გამოძიების მიმართულების მიცემის. ეს არის ის, როგორ ვუყურებ წმინდა სამართლებრივად ამ საკითხს. ზოგადად საუბარში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მაგრამ აუცილებელია ექსპერტიზის პასუხს დაველოდოთ, ვინაიდან საკვანძო მიმართულებას ასეთი ტიპის და კატეგორიის საქმეებზე ექსპერტის დასკვნა იძლევა”, – განაცხადა კახიშვილმა.
იუთუბზე გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება ექსპრეზიდენტი მიხელი სააკაშვილიც.
,,რომელ არეულობაზე და გადატრიალებაზე ლაპარაკობს ეს ხალხი, აქ სერიოზული საქმით ვარ დაკავებული და არა კონსპირაციებით“ – ამისშესახებ მიხეილ სააკაშვილმა ”ფეისბუქ” გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა .
როგორც სააკაშვილმა განაცხადა , ამ არჩევნებს ”ნაციონალური მოძრაობა” იგებს და ხელისუფლების ხავერდოვანი ჩანაცვლება მოხდება ყოველგვარი რევოლუციური გადარტრიალების გარეშე.
”ცოლ-შვილი გავუშვი საქართველოში, სანდრა არჩევნებში კენჭს იყრის. ჩვენ ამ არჩევნებს ვიგებთ მშვიდად, წყნარად, აუღელვებლად, უეჭველად და ყველა გამოკითხვა ამაზე მეტყველებს. თუკი რამე რევოლუციური უნდა მოხდეს საქართველოში, ეს იქნება არჩევნების შემდეგ. ეს იქნება რევოლუციური გაუმჯობესება სოციალური სტანდარტების და ხალხის ცხოვრების დონის. ეს იქნება რევოლუციური სასამართლო რეფორმა, ეს იქნება რევოლუციური გაადვილება ბიზნესისთვის საქმიანობის, ეს იქნება რევოლუციური განათლების რეფორმა. მართლაც, ამ რეფორმებს რევოლუციურად ჩვენ გავატარებთ. არჩევნებს ჩვენ ჩავატარებთ მშვიდად და ივანიშვილი ვერაფერს არევს.
ყველაფერი მიდის მისი გარდაუვალი მარცხისკენ, ხელისუფლების ხავერდოვანი ჩანაცვლებისკენ და შემდგომი საქართველოს განვითარებისკენ. ერთი სული მაქვს, როდის გავაგრძელებთ საქართველოში აღმშენებლობას, პროგრესს და განვითარებას საქართველოს თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ”, -განაცხადა სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში.