ტომ ჰენკსი ახლადშეუღლებულების ფოტოსესიაში მოხვდა [Photo]

ამერიკელი მსახიობი, ტომ ჰენკსი ახლადშეუღლებული წყვილის ფოტოსესიაში სრულიად შემთხვევით მოხვდა, – წერს Huffington Post.

მსახიობი ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში ვარჯიშის დროს ახლადშეუღლებული წყვილის – ელისაბეთისა და რაიანის ფოტოსესიის მონაწილე გახდა.

როცა ფოტოგრაფმა უცნობი მორბენალი დაინახა, ობიექტივი აარიდა, რათა იგი კადრში არ მოხვედრილიყო, მაგრამ მსახიობმა ბეისბოლის ქუდი მოიხადა და თქვა: “გამარჯობა, ტომ ჰენკსი ვარ!”.

მსახიობი პატარძალს ხელზე ემთხვია, გაბედნიერება მიულოცა, წყვილთან ერთად სელფი გადაიღო და საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ ადრე ტომ ჰენკსმა საკუთარი საკრედიტო ბარათი დაკარგა, რომელიც ერთ-ერთმა მოქალაქემ იპოვა და მფლობელს დაუბრუნა.

“ბიჭმა, რომელსაც ტონი ჰქვია, ნიუ-იორკის ქუჩაში ჩემი საკრედიტო ბარათი იპოვა და დამიბრუნა! შენ ამ ქალაქს ადიადებ, დიდი მადლობა!”, – დაწერა ჰენკსმა Twitter-ში.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”42538″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button