Google-მა თავის მე-18 წლისთავს ახალი დუდლი მიუძღვნა [Video]
Google-მა დუდლის საგანგებო პრეზენტაცია გააკეთა, რომელიც კომპანიის დაარსების მე-18 წლისთავს მიუძღვნა.
უმსხვილესი საძიებო სისტემა დაბადების დღეს 27 სექტემბერს აღნიშნავს, თუმცა კომპანიამ სადამფუძნებლო დოკუმენტები 1998 წლის 4 სექტემბერს გააფორმა.
Google-ი 2005 წლიდან თავის დაბადების დღეს 8 და 26 სექტემბერს აღნიშნავდა, ხოლო 2012 წლიდან კი 27 სექტემბერს.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი, რაიან ჰერმიკი აღნიშნავს, პირველი დუდლი ჯერ კიდევ Google-ის დაარსებამდე იყო გამოქვეყნებული.