გამოქვეყნდა მერილინ მონროს ფეხმძიმობის პერიოდის სურათები [Photo/Video]

სოცქსელებში გამოქვეყნდა მერილინ მონროს ამ დრომდე უცნობი ფერადი ფოტოსურათები, – წერს Daily Mail.

სურათები გადაღებულია ნიუ-იორკში, 1960 წლის 8 ივლისს, სადაც 34 წლის მონრო ცნობილი ფრანგი მსახიობისა და მომღერლის, ივ მონტანისგანაა ფეხმძიმედ.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ ფეხმძიმობამდე მსახიობს მუცელი სამჯერ მოეშალა. აღსანიშნავია, რომ სურათების გადაღების მომენტში მონრო დრამატურგ არტურ მილერის მეუღლე იყო. წყვილის თანაცხოვრება ოთხ-ნახევარი წელი გაგრძელდა.

მონროს შვილების ყოლა ყოველთვის სურდა, მაგრამ მისი ყველა ფეხმძიმობა ბუნებრივი აბორტით მთავრდებოდა.

 

[print_gllr id=53698]

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button