მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

განახლებული “მზიური” ნაწვიმარზე

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში ნაწვიმარზე გადაღებულ, “მზიურის” განახლებული პარკის ფოტოსურათებს ავრცელებს.

“მზიურის რეკონსტრუქცია საშინელი ტრაგედიის შემდეგ გადაწყდა! მაშინ უხვმა ნალექმა აქაურობა დატბორა, დაანგრია 😞

“წლების შემდეგ, ძალიან ლამაზად განათებული, განახლებული სკვერი პირველივე წვიმისას დაიტბორა 😞 თურმე სანიღვრე სისტემის გაყვანა ან დაავიწყდათ, ან დაიკიდეს, ან ცუდად გააკეთეს😡

“ვისაც ეს ყველაფერი მოგწონთ, საკუთარი სახლები და ეზოები მოაწყობინეთ კალაძეს!
ჩვენ კი დაგვიტოვეთ უფლება, არ გვინდოდეს ჩვენი ფულით გაკეთებული სამუშაოები მინიმუმ, დამამცირებლად გამოიყურებოდეს!” – წერს გიგა მაქარაშვილი.

“მზიურის პარკის” განახლების პროექტი, რომლის ღირებულება დაახლოებოთ 7.8 მილიონი ლარია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა.

მსგავსი პოსტები

Back to top button