განაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა [Video/Photo]
განას დედაქალაქ აკრაში, ოთხშაბათს, ბენზინგასამართი სადგური აფეთქდა.
სახანძრო ბრიგადებმა დიდხანს ვერ მოახერხეს ცეცხლის ლოკალიზება, მათ ძლიერმა წვიმამ შეუშალა ხელი. წყალდიდობის შედეგად, ქვეყნის დედაქალაქი დაიტბორა.
წინასწარი მონაცემებით, ორივე სტიქიის შედეგად, 150 ადამიანი დაიღუპა. აფეთქების მსხვერპლნი, ის ადამიანები გახდნენ, რომლებიც წყალდოდობის გამო, ბენზინგასამართ სადგურს თავს აფარებდნენ.
განას პრეზიდენტმა, სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.
განა — სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. შედის ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობაში. დასავლეთიდან ესაზღვრება კოტ-დ’ივუარი, ჩრდილოეთ-დასავლეთით და ჩრდილოეთით — ბურკინა-ფასო, აღმოსავლეთით — ტოგო, სამხრეთიდან კი — გვინეის ყურე. დედაქალაქი – აკრა.
[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”8565″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”10″ thumb_border_radius=”10″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”10″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy”][/inpost_fancy]