“მერაია ქერის უიტნი ჰიუსტონის ბედი ელის” [Video]
მერაია ქერის ძმამ მორგანმა, გამოცემა The National ENQUIRER-ს, სკანდალური ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ მომღერალი ბოროტად იყენებს ალკოჰოლს და ნარკოტიკულ ნივთიერებებს.
„ვშიშობ, რომ მერაია უიტნი ჰიუსტონის ბედს გაიზიარებს. ალკოჰოლური და ნარკოდამოკიდებულება მას 2001 წლიდან განუვითარდა. მერაია მარტოსულია, ბევრმა ადამიანმა ზურგი შეაქცია და ძალიან უჭირს საშიშ სენთან ბრძოლა. მას შესანიშნავი ტყუპები ჰყავს, მაგამ სმას ორსულობის დროსაც კი არ ანებებდა თავს. მერაია ძალიან აგრესიული გახდა, რაც მისი შვილებისთვის საზიანოა. ჩემი დის პრობლემას, მის მეუღლეს, მუსიკოსს ნიკ ქენონს ვუკავშირებ, რომელსაც არასოდეს უყვარდა მერაია და მხოლოდ ვარსკვლავის საბანკო ანგარიში აინტერესებდა“, – განაცხადა მორგანმა.
მერაია ქერი (დ. 27 მარტი, 1970) — ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, მუსიკალური პროდიუსერი, მუსიკალური ვიდეოს რეჟისორი და მსახიობი. მისი, როგორც მომღერლის, დებიუტი 1990 წელს, Columbia Records-ის აღმასრულებელი დირექტორის ტომი მოტოლას ხელმღვანელობით შედგა და მალე იგი იქცა პირველ მუსიკოსად, რომლის პირველი ხუთი სინგლი აშშ-ს ბილბორდის ცხელი 100-ის სათავეში მოექცა.
მერაიას კონტრალტოს 5-ოქტავიანი ხმის დიაპაზონი აქვს. რეალურად, ქერის ვოკალური დიაპაზონი ყველა ოქტავას ფარავს, კონტრალტოდან დაწყებული – სოპრანომდე.