განგაში მსოფლიოში და ახალი საგანგებო მდომარეობა ბრიტანეთში
"ბოლო 24 საათის განმავლობაში, ლონდონმა დაინახა ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კოროვირუსული პანდემიის დაწყების შემდეგ"
კორონავირუსის ახალი ვარიანტის “ომიკრონის” შტამის გამო, დიდ ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ქალაქის მერი მიიჩნევს, რომ ავადობის მკვეთრი მატების გამო საავადმყოფოები შესაძლოა მალე გადაიტვირთოს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ლონდონის მერმა განაცხადა, რომ Omicron კორონავირუსის ვარიანტის სწრაფად ვრცელდება.
სადიკ ხანმა თქვა, რომ Omicron ახლა “დომინანტური ვარიანტია” ლონდონში.
ბრიტანეთის მთავრობის უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ ლონდონის საავადმყოფოებში არის 1,534 Covid პაციენტი – 28,6% -ით მეტია ვიდრე გასულ კვირას.
ხანმა თქვა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, ლონდონმა დაინახა ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კოროვირუსული პანდემიის დაწყების შემდეგ – 26,000-ზე მეტი ინფიცირებულის სახით.
ის ამბობს, რომ საავადმყოფოებში მიმართვიანობა იზრდება, თუმცა ამავდროულად მედპერსონალის ნაკლებობას განიცდიან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, „ომიკრონი“ უკვე მსოფლიოს 89 ქვეყანაში დაფიქსირდა.