მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზელენსკი არ გამორიცხავს, რომ მოსკოვს ხალხის ომში გაგზავნის ახალი ტალღაც დასჭირდეს

რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებას, ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულების თაობაზე, უკრაინის პრეზიდენტი ეხმაურება. ვოლოდიმირ ზელენსკი არ გამორიცხავს, რომ მოსკოვს ხალხის ომში გაგზავნის ახალი ტალღაც დასჭირდეს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მზად არიან იმისთვის, რომ რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელობა ომის გასაგრძელებლად ნებისმიერ ახალ შესაძლებლობას მოძებნის.

“მტერი მობილიზაციის სავარაუდო დასრულების შესახებ იუწყება, რომ თითქოს საჭირო არ არის მოქალაქეების ფრონტზე გაგზავნის ახალი ტალღები. ფრონტის ხაზზე სრულიად განსხვავებული ვითარებაა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ცდილობს გაზარდოს ზეწოლა ჩვენს პოზიციებზე მობილიზებულთა გამოყენებით, ისინი იმდენად ცუდად არიან მომზადებულნი და აღჭურვილნი, ისინი იმდენად უხეშად იყენებენ სარდლობას, რომ შეიძლება მალე ხალხის ომში გაგზავნის ახალი ტალღაც დასჭირდეთ.

ჩვენ ამისთვის ვემზადებით. ვემზადებით იმისთვის, რომ რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელობა ომის გასაგრძელებლად ნებისმიერ ახალ შესაძლებლობას მოძებნის. მათ შორის მისი თანამზრახველების წყალობით ირანში,” – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულების შესახებ განაცხადა. აღნიშნული მან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას თქვა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომს რომელიმე სხვა ქვეყნის ომთან არ შეადარებს, რათა ომის ხანგრძლივობა განსაზღვროს.

„მაგრამ სინამდვილეში ეს ომი გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც უკრაინის გამარჯვებას დასჭირდება და რაც აუცილებლად იქნება“, – განაცხადა კულებამ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა უკრაინელებს მზად იყვნენ, რომ ომის მოგებას დრო დასჭირდება.

„რამდენი? – კვირა, თვე, ნახევარი წელი, წელი, უცნობია. ამიტომ არ ღირს დედლაინების დაწესება, რომ მაგალითად, ზამთრამდე დასრულდება ან გაზაფხულამდე“, – აღნიშნა კულებამ.

კულებას თქმით, ომის დასაწყისში, პირველივე კვირას უკრაინელების მიერ გამოჩენილი წინააღმდეგობის შემდეგ მსოფლიო ლიდერებმა უკრაინელი ხალხის ირწმუნეს. მანამდე კი მსოფლიოში თვლიდნენ, რომ უკრაინა რუსეთის ზეწოლას ამდენი დღის განმავლობაში ვერ გაუძლებდა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღიარა, რომ ცდებოდა მაშინ, როდესაც ფიქრობდა, რომ მოსკოვი ომს შეწყვეტდა, როცა რუსეთის მსხვერპლის რიცხვი 10 ათასს გადასცდებოდა. კულებას თქმით, პუტინს სხვების სიცოცხლე არ ადარდებს.

„სხვათა შორის დააკვირდით ევროპელი, ამერიკელი ლიდერების მიმართვებს. ბოლო პერიოდია ხშირად ამბობენ, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება. ომის დასაწყისში, პირველ თვეებში ეს ასე არ იყო“, – განაცხადა კულებამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button