გაყინულმა შუქურამ სოცქსელების მომხმარებლები გააოცა [Photo/Video]

სოციალურ ქსელებში ვიდეო გამოჩნდა, სადაც მიჩიგანის ტბაზე მდებარე სენტ-ჯოზეფის გაყინული შუქურაა გამოსახული. ძლიერი ყინვების გამო ნაგებობა გაიყინა და ზღაპრულ ციხე-კოშკს დაემსგავსა.
შუქურის უცნაურმა სურათმა სოციალური ქსელების მომხმარებლებზე იმდენად დიდი შტაბეჭდილება დატოვა, რომ ვიდეომ 24 საათის განმავლობაში მილიონი ნახვა და ათასობით კომენტარი მოიპოვა.
ავტორმა – ჯოშუა ნოვიცკიმ ვიდეო დრონის მეშვეობით გადაიღო და საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.