ქუთაისის აეროპორტში ფრენები შეჩერებულია

დიდთოვლობის და ცუდი ხილვადობის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები შეჩერებულია.

აეროპორტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.  მათი ინფორმაციით, შეფერხება შეეხო ვარშავის, კიევის და სალონიკის ავიარეისების შესრულებას.

როგორც აეროპორტში აცხადებენ, ბუდაპეშტის რეისი სავარაუდოდ, საღამოს 9 საათისთვის შესრულდება. ამინდის გაუმჯობესების შემდეგ გახდება ცნობილი რეისების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ დროისთვის მგზავრები გადაყვანილი არიან აეროპორტის ტერმინალის შენობაში. 

მსგავსი პოსტები

Back to top button