“ენერგო პრო ჯორჯიას” ოფისი გაქურდეს

რუსთავში „ენერგო პრო ჯორჯიას“ ოფისი გაქურდეს. წაღებულია კომპიუტერი, პრინტერი და სეიფი.

როგორც ოფისის მენეჯერი აცხადებს, ოფისი საღამოს შვიდის ნახევარზე დაკეტეს და დილით მისულ დამლაგებელს ის გატეხილი დახვდა.
ოფისს დაცვის პოლიცია იცავს, თუმცა სიგნალიზაცია არ ამუშავდა. ამ დროისთვის, ოფისთან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button