ყალბი დიპლომის დამზადება-გასაღება თბილისში

დაკავებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელი. ორივე მათგანს ყალბი დიპლომის დამზადება-გასაღებაში ადანაშულებენ.
სუს-ის ინფორმაციით, ბრალდებულებმა ყალბი დიპლომის სანაცვლოდ, მოქალაქეს 2 ათასი დოლარი მოსთხოვეს. ისინი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თანხის აღებისა და დიპლომის გადაცემის დროს დააკავეს.
ბრალდებულებს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.