რეგიონი
სენაკში სამშენებლო მასალების მაღაზია გაქურდეს

სენაკში სამშენებლო მასალების მაღაზია გაქურდეს.
შემთხვევა დაახლოებით დღისით 16 საათზე მოხდა
მაღაზიაში, სავარაუდოდ ნიღბიანი შეიარაღებული პირები შეიჭრნენ.
პირველადი ინფორმაციით, 30 000 ლარამდე თანხაა წაღებული.
არსებული ინფორმაციით, ისინი მანქანით გადაადგილდებოდნენ,
ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები