მნიშვნელოვანირეგიონი

“გარბენი უკრაინისთვის“-პირველი სპორტული მარათონი კახეთში მიმდინარეობს

“გარბენი უკრაინისთვის“-პირველი სპორტული მარათონი კახეთში მიმდინარეობს.
გარბენში მონაწილეობის მსურველ პირებს, ადგილზე საქართველო-უკრაინის დროშებიანი მაისურები გადაეცათ.

მონაწილეებს შორის, ომის გამო საქართველოში დროებით ჩამოსული უკრაინელებიც არიან.
ადგილზე მოწყობილია უკრაინელი ბავშვების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

სტუმრებს მაგიდის ჩოგბურთის, ფრისბის, ხელბურთის, ფრენბურთის, ბეისბოლის, ამერიკული ფეხბურთის თამაშისა და მშვილდოსნობის შესაძლებლობა აქვთ.

ადგილზე მოწყობილია მოსასვენებელი და საკვები სივრცეებიც.
თელავში, ლოპოტას გადასახვევთან დაწყებული 8 კილომეტრიანი დისტანცია, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემთან დასრულდება.

მართონს გამარჯვებულები ქალებსა და მამაკაცებს შორის ეყოლება და ისინი, გარბენის ორგანიზატორებისგან, ფასიან საჩუქრებს მიიღებენ.

დღევანდელ მარათონის დასრულების შემდეგ, ჯგუფ მგზავრების საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება და ორივე აქტივობიდან შეგროვილი თანხა, სრულად ომით დაზარალებულ უკრაინელებს მოხმარდება.

პირველი სპორტული გარბენი უკრაინის მხარდასაჭერად, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button