მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აზერბაიჯანმა რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალება დაბლოკა

სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

აზერბაიჯანმა, კრემლის გავლენის ქვეშ მყოფი, რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალება, “რია – ნოვოსტი” დაბლოკა.
ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებას “APA”აზერბაიჯანის მთავრობაში განუცხადეს, რომ მიღებული გადაწყვეტილება უკავშირდება “რია ნოვოსტი”-ის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობის დარღვევას, კერძოდ იმგვარი ინფორმაციის გავრცელების გზით, რომელიც ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას.

კონკრეტული მიზეზი დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის მთავრობის წევრთან გამოქვეყნებული ინტერვიუა. მანამდე, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში დაბლოკეს რიგი აზერბაიჯანული გამოცემები, რომლებიც, მათ შორის, არ ასრულებდნენ რუსეთის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს უკრაინაში ომის გაშუქების შესახებ.

მაშინ აზერბაიჯანის პარლამენტის წევრთა ნაწილი, რუსული გამოცემების დაბლოკვის ინიციატივით გამოვიდა.

გარდა ამისა ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტზე მუშაობა დაიწყო. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ინტერვიუში ამბობს, რომ სანქციები გაზის კონტექსტში კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს.
როგორც მან აღნიშნა, საჭიროა ემბარგოს შემოღება ისეთ ტექნოლოგიებზე, რომელთა გამოყენება რუსეთს თავის ინდუსტრიაში შეუძლია.

დიპლომატი ყურადღებას ამახვილებს რუსული ბანკების სვიფტის სისტემიდან გათიშვაზეც.
პოლონეთის პირველი დიპლომატის თქმით, ასევე აუცილებელია რუსული აქტივების კონფისკაცია ევროპაში და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

“სანქციები კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს – იმ გაზის კონტექსტში, რომელიც რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია გაყიდოს, ყველა რუსული ბანკის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვის კონტექსტში. მე ძირითადად ვსაუბრობ გაზპრომბანკზე”, – განაცხადა პაველ იაბლონსკიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button