მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 262 ბავშვი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შედეგად სულ მცირე 262 ბავშვი დაიღუპა და 467 ბავშვი დაშავდა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა ➡დონეცკის რეგიონში – 189

➡კიევის ოლქში – 116

➡ხარკოვის ოლქში – 112

➡ჩერნიგოვის ოლქში – 68

➡ლუგანსკის ოლქში – 53

➡ხერსონის ოლქში – 52

➡ნიკოლაევის ოლქში – 47

➡ზაპოროჟიეს ოლქში – 29

➡სუმის ოლქში – 17

➡დედაქალაქში – 16

➡ჟიტომირის ოლქში -15.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 938 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 182 მთლიანად განადგურდა.

გენერალური პროკურატურის მონაცემებში აღნიშნულია, რომ 3 ივნისს, ლუგანსკის ოლქის სევეროდონეცკის რაიონში, გორსკოეში, სახლს მტრის ჭურვის მოხვედრის შედეგად, 13 წლის ბიჭმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.

მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან მიმდინარეობს მუშაობა აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე, დროებით ოკუპირებულ და განთავისუფლებულ ტერიტორიებზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button