მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 100 რუსი სამხედრო გაანადგურეს

რუსეთმა ფოსფორის საბრძოლო მასალები გამოიყენა

უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 100 რუსი სამხედრო გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 5 ივნისამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

📌ჯარისკაცი – დაახლოებით 31 150 (+100)

📌ტანკი – 1 381 (+13)

📌ჯავშანტექნიკა – 3 392 (+5) ერთეული

📌საარტილერიო სისტემა – 686 (+6)

📌სარაკეტო სისტემა – 207

📌საზენიტო საბრძოლო სისტემა – 95 (+0)

📌თვითმფრინავები – 210 (+0)

📌ვერტმფრენი – 175 (+0)

📌ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 548 (+8)

📌საკრუიზო რაკეტები – 122 (+0)

📌საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 360

📌გემი/ნავი/კატარღა – 13 (+0)

📌სპეციალური აღჭურვილობა – 53.(+1)

ამასთან უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ხარკოვთან, ჩერკასი ტიჩკის დასახლებაში ფოსფორის საბრძოლო მასალები გამოიყენა.

ხარკოვის მიმდებარე ტერიტორიების დაბომბვა გრძელდება.

გარდა ამისა, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით:

სლავიანსკთან რუსმა სამხედროებმა გადაჯგუფება დაასრულეს. ისინი ​დოვგენკოეს ​მიმართულებით მიიწევენ.
დონეცკის მიმართულებით, სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის რაიონებში რუსული არმია ცდილობს, ალყაში მოაქციოს უკრაინელი სამხედროები. მიმდინარეობს შეტევა სევეროდონეცკზე.

რუსები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებენ. სიმაღლეების ხელში ჩაგდების მიზნით, რუსული არმია ცდილობს დაიწყოს შეტევა მიკოლაევის მიმართულებით.
გენშტაბის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით, უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს 5 შეტევა, გაანადგურეს 3 ტანკი, 4 საარტილერიო სისტემა, 11 ჯავშანტრანსპორტიორი და 26 მანქანა.

ლიმანსკის მიმართულებით, რუსეთი ახორციელებს შეტევას სვიატოგორსკის მიმართულებით, ცდილობს უკრაინულ ჯარებს
დაახევინოს მდინარე სევერსკი დონეცის მარჯვენა სანაპირომდე;
იუჟნობუჟის მიმართულებით დანაღმული იყო მდინარე ინგულეცის სანაპირო.

მიკოლაევის მიმართულებით რუს სამხედროებს სურთ, დაიბრუნონ დაკარგული პოზიციები სუხოი სტავკასა და ლოზოვოიეს ტერიტორიაზე.

გენშტაბი აცხადებს, რომ რუსებმა მიკოლაევში მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს და უკან დაიხიეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო Ka 52 საბრძოლო ვერტმფრენი, სამი უპილოტო საფრენი აპარატი, ასევე, თვითმფრინავი – სავარაუდოდ სუ-34 და ოთხი საკრუიზო რაკეტა “კალიბრი”.

არსებობს საჰაერო დარტყმის საფრთხე ბელარუსიდან. ბრესტის რაიონში, უკრაინის საზღვართან 11 ივნისამდე “წვრთნები”მიმდინარეობს.

რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებს სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებში.

მსგავსი პოსტები

Back to top button