გარდაიცვალა მსახიობი ალან რიკმანი [Video]

ბრიტანელი მსახიობი – ალან რიკმანი, რომელიც ცნობილი იყო “ჰარი პოტერში” პროფესორ სევერუს სნეიპის და “კერკეტ კაკალში” ჰანს გრუბერის როლების შესრულებით, 69 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.

ალან სიდნი პატრიკ რიკმანი 1946 წლის 21 თებერვალს ლონდონში დაიბადა. 25 წლის ასაკში ალანმა მსახიობობა გადაწყვიტა და დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში ჩაირიცხა. იქ ალანმა სამი წელი გაატარა და უმაღლესი სტიპენდიაც დაიმსახურა, დამატებითი შემოსავლის მისაღებად კი კოსტიუმერად მუშაობდა. აკადემიის დასრულების შემდეგ, იგი ლონდონის სცენაზე ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი მალევე გახდა.

“პოტერიადის” გარდა რიკმანმა უამრავ ფილმში ითამაშა – „რეალური სიყვარული“, „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, „გონება და გრძნობები“, რასპუტინი“ და სხვა.

როგორც ქართველი მაყურებლისთვის ცნობილია, მსახიობმა რობერტ სტურუას “ჰამლეტში”-ში მთავარი როლი შეასრულა. სტურუასთან მუშაობისას, ალან რიკმანი საქართველოში სამჯერ ჩამოვიდა: პირველად – შორეულ 1979 წელს, ხოლო მეორე და მესამე ვიზიტი 2007-2009 წლებში შედგა და მსახიობი რუსთაველის თეატრის სცენაზეც გამოვიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button