განრისხებულმა გერმანელმა პოლიტიკოსმა მერკელს ლტოლვილებით სავსე ავტობუსი გაუგზავნა
ანგელა მერკელის მიგრაციული პოლიტიკით უკმაყოფილო ბავარიული ლანდრატის წევრმა, პეტერ დრაიერმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელს 31 ლტოლვილით დატვირთული ავტობუსი გაუგზავნა, – იუწყება გამოცემა Bayerischer Rundfunk.
ავტობუსში ის მიგრანტები იმყოფებოდნენ, რომლებიც გერმანიაში ლეგალურად ჩამოვიდნენ და ისინი თავშესაფრებში ოფიციალურად უნდა განეთავსებინათ. მაგრამ სინამდვილეში, ლტოლვილები იძულებულნი არიან, რომ სახცოვრებელი დამოუკიდებლად მონახონ, – განაცხადეს დრაიერის ოფისში.
“ამჟამად საცხოვრებელს, რომელიც ჩვენ არა გაგვაჩნია, 450 ლტოლვილი ეძებს. მოსალოდნელია, რომ მათ თავშესაფრებში განათავსებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უსახლკაროდ დარჩებიან”,- განაცხადა პოლიტიკოსის წარმომადგენელმა.
დრაიერი თავისი საქციელით ფედერალური მთავრობის ყურადღების მიქცევას ცდილობს. ის ამტკიცებს, რომ მისი ოლქის შესაძლებლობები შეზღუდულია და იმ მიგრანტებს, რომელთა მიღებასაც ვერ შეძლებს, პირდაპირ ფედერალური კანცლერის ოფისში გააგზავნის.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში თავშესაფრის დარეგისტრირებული მაძიებლების რაოდენობამ, რომლებიც ქვეყანაში 2015 წელს ჩავიდნენ, 1,09 მილიონ ადამიანს მიაღწია.