გარდაიცვალა კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე
კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია “ეროვნული კინოცენტრის” ხელმძღვანელმა ნანა ჯანელიძემ დაადასტურა. ჯანელიძის თქმით რეზო ჩხეიძე წუხელ, 22:00 საათზე მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
რეზო ჩხეიძე ცნობილი ქართველი მწერლის დავით ჩხეიძის ვაჟი იყო. ის 1926 წლის 8 დეკემბერს დაიბადა. მის სახელს უკავშირდება კინონარკვევები: „ჩვენი სასახლე,“ „ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი,“ ასევე ფილმები: „მაგდანას ლურჯა,“ „ჩვენი ეზო,“ „განძი,“„ღიმილის ბიჭები,“ “ნერგები,“ “ჯარისკაცის მამა,” „მშობლიურო ჩემო მიწავ“ და ა.შ.
რეზო ჩხეიძე დაჯილდოებულია არაერთი მედლითა და სხვადასხვა სახის ჯილდოთი. ბოლო წლებში ჩხეიძე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი იყო. მისი ვარსკვლავი რუთაველის თეატრის წინ რამდენიმე წლის წინ გახსნეს.