ანატოლ ოლენიკოვი და ლინდა ვან ლიეტი – გამარჯვებულები
კახეთში გამართული საქველმოქმედო აქცია “მსოფლიო რბენის” გამარჯვებულები ლაგოდეხელი ანატოლი ოლენიკოვი და ჰოლანდიელი ლინდა ვან ლიეტი გახდნენ. ქალთა შორის გამარჯვებულმა 32 კილომეტრის დაფარვა შეძლო, ხოლო კაცთა შორის გამარჯვებულმა 57 კილომეტრი ირბინა.
რბენის მარათონში პოლიტიკოსები, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კახეთში იმყოფებოდნენ შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ასევე კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ გიორგაძე.
ცნობისთვის: ანატოლი ოლენიკოვმა ამ აქციაში გასულ წელსაც გაიმარჯვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა საქართველოში ამერიკის საელჩომ მას ვიზა არ მისცა.
როგორც ოლენიკოვმა განაცხადა, საელჩომ მიიჩნია, რომ თუ მას ვიზას მისცემდნენ ის ამერიკიდან უკან აღარ დაბრუნდებოდა. ანატოლი აქტიურად ვარჯოშობდა. მას მუნიციპალიტეტმა სპეციალური კვებითი რეჟიმის დაცვისთვის თანხაც კი გამოუყო.
როგორც ცნობილია, მსოფლიო რბენის მარათონი საქველმოქმედოა. დღვანდელი ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაეცემა ფონდს, რომელიც აწარმოებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.
[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”4769″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”10″ thumb_border_radius=”10″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”10″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy”][/inpost_fancy]