გარდაიცვალა „მზიანი კლოუნი“ [Video]

86 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიოში ცნობილი კლოუნი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი ოლეგ პოპოვი.

პოპოვი დონის როსტოვში გასტროლების დროს გარდაიცვალა.
„ოლეგ კონსტანტინეს ძე დონის როსტოვის საცირკო სასტუმროში გარდაიცვალა. იგი სავარძელში არაბუნებრივ მდგომარეობაში მჯდომი იპოვეს“, – განაცხადა რუსეთის სახელმწიფო ცირკის პრესმდივანმა ანჟელიკა ანაევამ.
პოპოვი დონის როსტოვში 29 ოქტომბერს ჩავიდა, სადაც ახალი შოუ, სახელწოდებით „დაე, მუდამ იყოს მზე!“, უნდა გაემართა.

ოლეგ პოპოვი საბჭოთა კავშირის ყველაზე პოპულარული კლოუნი იყო. მას მზიან ან ჟღალ (რიჟიკა) კლოუნს უწოდებდნენ, რომელმაც ცირკის არენაზე მხიარული პერსონაჟის შთამბეჭდავი სახე შექმნა.
პოპოვმა მოსკოვის საცირკო ხელოვნების სასწავლებელი დაამთავრა და 1950-იანი წლებიდან მოსკოვის ცირკში მუშაობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოპოვი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა და ეგლოფშტაინის ცირკში „მხიარული ჰანსის“ ფსევდონიმით მოღვაწეობდა.

https://www.youtube.com/watch?v=VJE3D3yEMec

მსგავსი პოსტები

Back to top button