რუსეთში სახელმწიფო დროშაში ნაგავს აგროვებენ [Video]
ვოლგოგრადში კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი სამსახურიდან დაითხოვეს, რადგან მისი ქვეშევრდომები ქუჩის ნაგავს რუსეთის ფედერაციის დროშაში ახვევდნენ.
სააგენტო Interfax-ის ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილე 5 ადამიანს საყვედური გამოუცხადეს და პრემიები მოუხსნეს. ამჟამად პოლიცია ინიციატივის ავტორის ვინაობას არკვევს, რომელმაც ტრიკოლორის ნაგვის ტომრად გამოყენება გადაწყვიტა.
შემთხვევა თვითმხილველმა მობილური ტელეფონით გადაიღო და შესაბამის სამსახურებს შეატყობინა. შემდეგ კი მუშებს ჰკითხა, რატომ ბილწავთ რუსეთის დროშასო?
„ეს რუსეთის დროშა არაა, რუსეთის დროშის ზედა ზოლი წითელი ფერის არაა“, – უპასუხეს მუშებმა.