კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გარდაცვლილი ჩვილის დედა სასამართლო განჩინებას ეთანხმება

გურჯაანში გარდაცვლილი 11 თვის ჩვილის დედა მომხდარი ფაქტის დამატებით დეტალებს იხსენებს.
თეონა ონიაშვილი ამბობს, რომ მისი მეუღლე, ზურაბ შავლიაშვილი, ეჭვიანობის ნიადაგზე, ოჯახზე ხშირად ძალადობდა და გარდაცვლილი ჩვილი საკუთარ შვილად არ მიაჩნდა.

” ხშირად სვამდა და ჩხუბობდა, ეჭვიანობდა. ხშირად მეუბნებოდა, ეს ბავშვი ჩემი არ არის, თბილისიდან გამოგატანესო. იმ დღისითაც იეჭვიანა და ჩხუბი ამიტეხა. ვყვიროდი, შველას ვითხოვდი, ბავშვს მიკლავს – მეთქი და არცერთი მეზობელი არ მომეხმარა. ბავშვს საფეთქელთანაც ჰქონდა დაზიანება და ყელშიც..მე ვთვლი, რომ ჩემი ქმარი, სწორად დააპატიმრეს”- განაცხადა ონიაშვილმა.

11 თვის ჩვილის მამას, ზურაბ შავლიაშვილს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 126′, 116- და 11′, 19,117- ე მუხლიატ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც იჯახურ ძალადობასა და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

თავად ბრალდებული დანაშაულს არ აღიარება და სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

შეგახსენებთ, შემთხვევა გურჯაანში, 8 მარტის ღამეს მოხდა. ჩვილი, სავარაუდოდ, ოჯახურ კონფლიქტს ემსხვერპლა

მსგავსი პოსტები

Back to top button