მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

შესაბამისი პირობების არსებობის მიუხედავად პირველ ეტაპზე ფაიზერის ვაქცინას კახეთი ვერ მიიღებს

“ფაიზერის ვაქცინა პირველ.ეტაპზე, კახეთის რეგიონში არ შემოვა”- ამის შესახებ რადიო ჰერეთს დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განუცხადა.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ფაიზერის ვაქცინის შესანახ მაცივარს, რომელიც რეგიონს ამერიკაში მცხოვრებმა თელაველმა ექიმმა გადასცა, ვაქცინაციის შემდგომი ეტაპებისთვის გამოიყენებენ.

“თქვენ უკვე გქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკაში მცხოვრებმა ექიმმა, ჩვენმა თანაქალქელმა დავით მრელაშვილმა კახეთს საჩუქრად შეუძინა -80 გრადუსიანი მაცივარი, ფაიზერის ვაქცინისთვის. ეს მაცივარი უკვე დგას ჩვენს ლაბორატორიაში. სავარაუდოდ, ფაიზერის ვაქცინა საქართველოში შემოვა მარტის ბოლოს. პირველ ეტაპზე კახეთში ის არ ჩამოვა. მაცივარი განსაზღვრულია კოვიდ ვაქცინაციის შემდგომი ეტაპებისათვის-“განაცხადა ხიზანიშვილმა.

კახეთის რეგიონში ვაქცინაციის გეგმა უკვე მუშავდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მედია ტრენინგებსაც გეგმავს.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ფაიზერის ვაქცინის 29 ათასი დოზა, საქართველოში 22 მარტის კვირაში შემოვა და პირველ ეტაპზე, სამედიცინო პერსონალის აცრა ჩატარდება.

ვაქცინაციის დაწყების შემდეგ, კახეთის სხვადასხვა კოვიდ- კლინიკებში მომუშავე მედ- პერსონალი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები, თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში აიცრებიან

მსგავსი პოსტები

Back to top button