მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ნოდარ მელაძე უსაფრთხოების დაცვას ითხოვს

ტელეკომპანია “პირველის” მთავარი პროდიუსერი და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე, უსაფრთხოების დაცვას ითხოვს.

მისი თქმით, შემთხვევითი არაა, როცა “სამთავრობო ტელეარხებით” მიდის პროპაგანდა, თითქოსდა მისი ლიკვიდაცია იგეგმება.

მელაძე მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პროკურატურას შესაბამისი რეაგირებისკენ.

სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ამის შესახებ  ტელეკომპანია ავრცელებს ინფორმაციას. საქმე ეხება 6 მარტს, ნოდარ მელაძის შაბათში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს, რომელშიც სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სდსს-ს უფროსი ანზორ ჩუბინიძე სკოლის მოსწავლეებზე ძალადობას ათანხმებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button