გარდაცვლილი ჯარისკაცის ცხედარი ლაგოდეხში გადაასვენეს

კრწანისის სასწავლო ცენტრში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მცხოვრები 23 წლის მამაკაცია. – ამის შესახებ “ჰერეთს” სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა განუცხადა. მისივე თქმით, “ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში უკვე გადაასვენეს”.

როგორც რადიო “ჰერეთს” გამგებლის წარმომადგენელმა ნინიგორის თემში, მამუკა სულაქველიძემ განუცხადა, “მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი უცნობია და ცხედარს ექპერტიზა უტარდება”.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, თოკით ჩამომხრჩვალი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი თბილისი-წითელი ხიდის მე-17 კმ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, კრწანისის სასწავლო ცენტრის გადასახვევთან არსებულ მიტოვებულ შენობაში იპოვეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მამუკა სულაქველიძე_ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button