მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 83 შეტევა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების სრული ოკუპაციის მიზნით, რუსეთი განაგრძობს შეტევებს ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის, მარინკის და შახტარსკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 83 შეტევა. გენერალური შტაბის ცნობით, სხვა მიმართულებებით რუსეთის საოკუპაციო ძალები თავდაცვის რეჟიმში არიან.

უკრაინის არმიის სარდლობის ინფორმაციით, 22 მარტს რუსეთმა სარაკეტო იერიში განახორციელა ქალაქ ზაპოროჟიეს საცხოვრებელ რაიონზე და 48 საავიაციო დარტყმა – კიევის და ჟიტომირის ოლქების კრიტიკული მნიშვნელობის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 21 უპილოტო საფრენი აპარატი. მათგან 16 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

22 მარტს, რუსეთის სარაკეტო და დრონებით დარტყმების შედეგად, ქალაქ ზაპოროჟიეში 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიევის ოლქში – 8.

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ 12 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 1 დარტყმა – საზენიტო-სარაკეტო კომპლექსზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 3 რაიონი, მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალების საწყობი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 23 მარტა

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

ჯარისკაცი – დაახლოებით 168 150
​ტანკი – 3 570
ჯავშანტექნიკა – 6 898
საარტილერიო სისტემა – 2 608
სარაკეტო სისტემა – 511
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 273
თვითმფრინავები – 305
ვერტმფრენი – 290
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 203
საკრუიზო რაკეტები – 909;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 452
გემი/ნავი/კატარღა – 18
​ სპეციალური აღჭურვილობა – 273.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2023 წლის 22 მარტის მონაცემებით, სულ განადგურებულია უკრაინის:

403 უკრაინული სამხედრო თვითმფრინავი
224 ვერტმფრენი
3 528 უპილოტო საფრენი აპარატი
414 საზენიტო სარაკეტო სისტემა
8 370 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 070 რავალჯერადი სარაკეტო გამშვები
4 410 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
9 052 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა.
ცნობისთვის, ოკუპანტი ქვეყანა უკრაინის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button