მსოფლიოსიახლეები

“გასულ დღე-ღამეში ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა”

“მსოფლიოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 106 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც, პანდემიის გავრცელების დროიდან დღემდე, ერთი დღე-ღამის მანძილზე გამოვლენილი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია”. – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

მისივე თქმით, შემთხვევების თითქმის ორი მესამედი ოთხ ქვეყანაში დადასტურდა.

ტედროს ადანომ გებრეიესუსმა შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში დაინფიცირებულების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება.

„მსოფლიოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი ამ პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით“. – აღნიშნა გებრეიესუსმა.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 5 მილიონს აჭარბებს, დაღუპულია 329 757 ადამიანი და გამოჯანმრთელებულია 2 მილიონზე მეტი პაციენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button