მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გასული დღის განმავლობაში რუსეთთან 40-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა-რუსეთმა უკრაინაში 241 960 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსეთთან 40-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსეთის ძალები შეტევებს, ძირითადად, კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევსკისა და მარინკას მიმართულებებზე აგრძელებენ.

“ოკუპანტები აგრძელებენ ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევსკისა და მარინკას მიმართულებებზე. გასული დღის განმავლობაში ფრონტზე 40-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა,” – ნათქვამია გენშტაბის დილის ანგარიშში.

​უწყების თქმით, ვოლინისა და პოლსკის მიმართულებებზე ოპერატიული ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. სივერსკისა და სლობოჟანსკის მიმართულებებზე რუსეთმა ავიადარტყმა განახორციელა ხარკოვის რეგიონში და იერიში 15-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე მიიტანა.

“უკრაინელი ჯარისკაცები კუპიანსკის მიმართულებით თავდაცვაზე იმყოფებიან…ლიმანის მიმართულებით მტერმა წარუმატებელი შეტევითი მოქმედებები განახორციელა…ბახმუტის მიმართულებით ჩვენმა დამცველებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის თავდასხმები…ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით და მიღწეულ საზღვრებს ამაგრებენ,” – აცხადებს უკრაინის გენშტაბი.

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 241 960 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან 23 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 4151
ჯავშანტექნიკა – 8105
საარტილერიო სისტემა – 4658
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 697
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 451
თვითმფრინავი – 315
ვერტმფრენი – 310
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3958
ფრთოსანი რაკეტა – 1298
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 7172
სპეცტექნიკა – 696
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button