რეგიონი

ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი, კიევში იმყოფება

ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი,ბერდია კუკავა კიევში იმყოფება.

იგი უკრაინაში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა.

“ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ეს ამბავი-რაზეც მიდიან ხომ იცით,გადაწყვიტა და წავიდა ომში,ძალიან ვნერვიულობ,არ შემაწუხოს არავინ”,-უთხრა კუკავას დედამ რადიო თბილისს.

“დედას ეს ერთი ბიჭი ყავს,ძალიან ნერვიულობს. გოგო რუსეთშია გათხოვილი. მამა არ ყავს ბერდიას და დედა მარტო დატოვა სახლში.მისი მხრიდან ვაჟკაცური საქციელია…

დედას მეზობელი სოფლიდან მამაო აკითხავს,რომ ცოტათი მაინც დაამშვიდოს,მამაოს ეკონტაქტება ბერდია”,-გვითხრა კუკავას მეზობელმა.

ზუგდიდის მერიაში, თანამშრომლის უკრაინის ომში წასვლასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ

მსგავსი პოსტები

Back to top button