გატაცებული ორი მოქალაქე გაათავისუფლეს

სამდღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთიდან გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე გათავისუფლებულია.

ზაზა ბერიანიძე და ლევან ტურაშვილი ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის
დადგენილი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

ყოფილი მძევლები ე.წ. საზღვრის დარღვევას უარყოფენ. მათი თქმით, ცხინვალის ციხეში მათთვის ფიზიკური შეურაცყოფა არ მიუყენებიათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button