სპორტი

გატუზომ „ჯენოა“ უარით გაისტუმრა

იტალიური „ჯენოას“ ხელმძღვანელობამ ჯენარო გატუზოს მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზა, თუმცა 43 წლის სპეციალისტისგან უარი მიიღო.

„არ ვარ დაინტერესებული ამ პროექტით“ – განაცხადა მილანურმა ლეგენდამ.

ახალი დამრიგებლის მოწვევის საკითხი „ჯენოაში“ მას შემდეგ დადგა, რაც კლუბი ამერიკულმა კომპანიამ 777Partners-მა იყიდა.

ცნობისთვის „ჯენოა“ ახლო მომავალში გულშემატკივარს ბევრ სასიკეთო ცვლილებას პირდება.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად გატუზო უკლუბოდაა. მისი ბოლო სამუშაო ადგილი კი „ფიორენტინა“ გახლდათ, სადაც არცერთი მატჩი გაუმართავს. დანიშვნიდან რამდენიმე დღეში კლუბის ხელმძღვანელობასთან მოუვიდა კონფლიქტი და პოსტი დატოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button