მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

„გავაკეთეთ ბევრი ისეთი საქმე, რაც თავიდან, თითქოს წარმოუდგენელიც კი გვეგონა“-კახა კალაძე

დღეს, მთაწმინდის პარკში გამართულ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის ცერემონიაზე კახა კალაძემ ისაუბრა გაწეული საქმიანობის შესახებ.

„იმის შეგრძნება, რომ თითქმის 30-წლიანი ქაოსის მერე, ცდილობ გარკვეულ სისტემაში მოაქციო სხვადასხვა სექტორები დედაქალაქში, შეუთავსო ერთმანეთს, განავითარო და სწორ გზაზე დააყენო, ყველაზე დიდი სიამოვნება და დადებითი მუხტია ჩემთვის. როცა პოლიტიკის კეთებასთან ერთად გიწევს ყოველდღიური საქმის კეთება, რომელიც ხედავ როგორ წაადგებათ ადამიანებს, როგორ მოიხმარენ შენი შრომის შედეგებს, როგორ ვითარდება და ხორცს ისხამს შენი ჩანაფიქრი – ეს საოცრებაა. ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნება, რაც კი შეიძლება ინატროს დედაქალაქის მერმა.

ჩემო მეგობრებო, ასე შეიქმნა სიცოცხლით სავსე ქალაქის კონცეფცია, რომელიც თბილისისთვის მნიშვნელოვან ყველა მიმართულებას მოიცავდა და ყველა მიმართულებით ახალი, არსებითი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას გვაძლევდა. ამ პროგრამით, ჩვენ შევძელით ქაოტური განაშენიანების შეჩერება, მივიღეთ თბილისის განვითარების გენერალური გეგმა, აღვკვეთეთ კოეფიციენტების გაყიდვის მავნე პრაქტიკა, რომელიც ამახინჯებდა ჩვენს ქალაქს და შეუძლებელს ხდიდა მთელ რიგ უბნებში გადაადგილებას. ამავდროულად, ჩვენ პრაქტიკულად, სრულად განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დავაწესეთ ინფრასტრუქტურის განახლების ახალი სტანდარტი, შევქმენით ახალი გარემოსდაცვითი სტანდარტი, გავაშენეთ ახალი სკვერები და პარკები, ქალაქის მასშტაბით ავაშენეთ ახალი საბავშვო ბაღები და გავაკეთეთ ბევრი ისეთი საქმე, რაც თავიდან, თითქოს წარმოუდგენელიც კი გვეგონა“- თქვა კალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button