მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„გაზპრომმა“ ავსტრიის გავლით იტალიაში გაზის მიწოდება შეწყვიტა

„გაზპრომმა“ ავსტრიის გავლით იტალიაში გაზის მიწოდება შეწყვიტა, ამის შესახებ რუსული კომპანია „გაზპრომის“ განცხადებაშია აღნიშნული.

„გაზპრომმა“ იტალიის ნავთობისა და გაზის ჯგუფს Eni-ს განუცხადა, რომ 1-ელი ოქტომბრიდან ვერ შეძლებს იტალიისთვის გაზის მიწოდებას, რადგან ავსტრიის გავლით მისი ტრანსპორტირება ვერ ხერხდება.

„გაზპრომში“ განმარტეს, რომ ეს გადაწყვეტილება ავსტრიის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით იყო განპირობებული.
ცნობისთვის 1 ოქტომბერს სოფიაში გამართულ ცერემონიაზე ოფიციალურად გამოცხადდა ბულგარეთის და საბერძნეთის შემაკავშირებელი გაზსადენის (IGB) ამოქმედების შესახებ.

მასში მონაწილეობა მიიღეს ევროკომისიის თავმჯდომარე ურზულა ფონ დერ ლაინენთან ერთად, ბულგარეთის, სერბეთის, ჩრდილოეთი მაკედონიის, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, ასევე რუმინეთის და საბერძნეთის სახელმწიფოთა მეთაურებმა.

ახალი მილსადენით ბულგარეთი მიიღებს 3-5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზს აზერბაიჯანიდან, ასევე თხევად აირს საბერძნეთიდან. პროექტის ერთ-ერთი მიზანია რუსეთის გაზზე დამოკიდებულებისგან განთავისუფლება. ამაზე ილაპარაკა ფონ დერ ლაიენმა და მილსადენის ამოქმედებას უწოდა „გარდამტეხი მომენტი“ ბულგარეთის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, „ახალი ერის დაწყება“ ამ ქვეყნისა და მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპისთვის.

“ეს ნიშნავს თავისუფლებას რუსეთის გაზზე დამოკიდებულებისაგან“, თქვა ევროკომისიის თავმჯდომარემ.

მილსადენი ამოქმედდა იდეის გაჩენიდან 13 წელიწადში. 2009 წელს რუსეთმა უკრაინის გავლით ტრანზიტი შეაჩერა და რეგიონი ერთი კვირით აირის გარეშე დატოვა.

ბულგარეთს რუსეთმა გაზის მიწოდება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეუწყვიტა, როცა დასავლეთის სანქციების საპასუხოდ „გაზპრომმა“ ბულგარეთს აირის საფასურის რუბლით გადახდა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. 1 ოქტომბერს ამოქმედებული მილსადენი ნაწილობრივ დაფინანსდა ევროკავშირის ბიუჯეტიდან.
აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ჩვენ ვგეგმავთ გაორმაგდეს გაზის ექსპორტი ევროპაში, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სოფიაში საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის პროექტის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით პარტნიორებთან მოლაპარაკებები დაწყებულია.

„უკვე დავიწყეთ კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან „ტანაპის“ მილსადენით ტრანსპორტირებული გაზის ექსპორტის 16 მილიარდი კუბური მეტრიდან 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდასთან დაკავშირებით და ასევე „ტაპის“ საშუალებით 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდასთან დაკავშირებით, რადგან ამის გარეშე გაძნელდება დამატებითი გაზის ექსპორტი“, – აღნიშნა ალიევმა.

ცნობისათვის, სოფია საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის პროექტის გახსნის ცერემონიას მასპინძლობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button