მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

Lend-Lease-ის შესახებ კანონი დღეიდან ამოქმედდა

აშშ-ის Lend-Lease-ის შესახებ კანონი დღეიდან ამოქმედდა, – ამის შესახებ უმაღლესი “რადას” თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი “ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ უკრაინას მაღალხარისხიანი იარაღს მიაწვდიან რითიც უკრაინა ყველა ტერიტორიას დაიბრუნებს

„ეს ნიშნავს უფრო განსხვავებულ და მაღალხარისხიან იარაღს. უკრაინა აუცილებლად დაიბრუნებს თავის ყველა ტერიტორიას”, – წერს სტეფანჩუკი.
დღეიდან ამერიკა უკრაინას ტანკებსა და ჯავშანტექნიკას, საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ასევე, საბრძოლო თვითმფრინავებს მიაწვდის.
უახლოეს მომავალში კი გამოქვეყნება კიდევ ერთი სია, სადაც კონკრეტული ადამიანები და ის კომპანიები მოხვდებიან, რომლებიც რუსეთს ომს უკრაინაში ფინანსურად მხარს უჭერენ. მათ ამერიკის შეერთებული შტატები დაასანქცირებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონს 9 მაისს მოაწერა ხელი. აღნიშნული საკანონმდებლო აქტი, რუსეთის აგრესიის ფონზე, აშშ-ს საშუალებას მისცემს, ეფექტურად და სწრაფად გაუგზავნოს იარაღი და სხვა სახის აღჭურვილობა უკრაინას. ისტორიული მნიშვნელობის ,,ლენდ-ლიზის” პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა. მან შეერთებულ შტატებს საშუალება მისცა, მოკავშირეებისთვის იარაღი სწრაფად მიეწოდებინა.

აშშ-ის სენატმა 7 აპრილს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ერთსულოვნად დაუჭირა მხარი „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტის“ მიღებას, რაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მისცემს შესაძლებლობას უკრაინას უფრო სწრაფად გაუგზავნოს იარაღი და საჭირო მარაგები რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას.

სენატორებმა ლენდ-ლიზის (სესხება-იჯარა) წინადადებას მხარი აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭირეს.

“უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტით” აშშ შეძლებს აუცილებელი მნიშვნელობის სამხედრო აღჭურვილობა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგები უკრაინას ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მიაწოდოს. ამ აქტით აშშ-ს უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა დე ფაქტო საჩუქრად შეუძლიათ, მიმღები ქვეყნის მხრიდან მომავალში აშშ-ისთვის დაბრუნების პირობით.

ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და კონფლიქტის მსვლელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტად მიიჩნევა, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ს მისცა შესაძლებლობა ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირეებისთვის სწრაფად მიეწოდებინა იარაღი და მარაგები.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის ლენდ-ლიზის კანონს ხელი 9 მაისს მოაწერა.

მსგავსი პოსტები

Back to top button