მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“ჩვენი დროშა ჩვენს მიწაზე აღვმართეთ. ლიმანი!”

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის არმიის მედესანტეების დანაყოფი დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანის შესასვლელთან იმყოფება.
უკრაინელმა მებრძოლებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანში უკრაინის დროშა აღმართეს.

“1-ელი ოქტომბერი. ჩვენი დროშა ჩვენს მიწაზე აღვმართეთ. ლიმანი!” – აცხადებს ერთ-ერთი ჯარისკაცი.

ამასთან, უკრაინის აღმოსავლეთის სარდლობის ინფორმაციით, „სტაბილიზაციის ზომები“ მიმდინარეობს რომ ქალაქში დისლოცირებული 5 000-ზე მეტი რუსი სამხედრო ალყაშია მოქცეული.
გავრცელებული ცნობით, ლიმანში მყოფმა რუსმა სამხედროებმა ხელმძღვანელობას ქალაქიდან გასვლის თხოვნით მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს. უკრაინის არმიის დანაყოფებმა ლიმანთან კიდევ ხუთი დასახლებულ პუნქტი გაათავისუფლეს: იამპოლი, ნოვოსელოვკა, შანდრიგოლოვო, დრობიშევო და სტავკი გაათავისუფლეს.

უკრაინული მედია წერს, რომ ლიმანის აღება ქვეყნის არმიას საშუალებას მისცემს შეუტიოს რუსეთის ფედერაციის პოზიციებს ლუგანსკის ოლქის დასავლეთ საზღვრის გასწვრივ და სევეროდონეცკ-ლისიჩანსკის მიდამოებში.

ღმოსავლეთ ჯარისკაცთა ჯგუფის სპიკერის სერგეი ჩერევატის თქმით, ლიმანის შემოგარენში რუსული სამხედრო დაჯგუფება განადგურებულია და უკრაინელი სამხედროები ახალ პოზიციებს ამაგრებენ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, ლიმანის გათავისუფლება მნიშვნელოვან როლს შეასრულებ დონბასის რეგიონის დეოკუპაციაში.

“ლიმანის შემოგარენში რუსული სამხედრო დაჯგუფება განადგურებულია. დასახლებები იამპილი, ნოვოსელევკა და დრობოშევა გათავისუფლებულია. ჩვენი მებრძოლები ახლა პოზიციებს ამაგრებენ. დაახლოებით 5 ათასზე მეტი ოკუპანტი ალყაშია. განადგურებულია მტრის იარაღის საცავები და ცოცხალი რაზმი რომელიც გაქცევას ცდილობდა. ლიმანის გათავისუფლება მნიშვნელოვან და საკვანძო როლს შეასრულებს დონბასის რეგიონის დეოკუპაციაში. ჩვენს არმიას შესაძლებლობა ექნება დიდ ქალაქებს მათ შორის კრიკინოესა და სევეროდონეცკს შეუტიოს. უკრაინის შეიარაღებული ძალები ბრძოლის მიმდინარეობას სრულად აკონტროლებენ. ლიმანის აღებით მტერი საბოლოოდ გატყდება. უახლოეს საათებში ჩვენი სამხედრო ხელმძღვანელობა ყველაფერს გაანალიზებს და დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებს”, – ამბობს სერგეი ჩერევატიე

მსგავსი პოსტები

Back to top button