მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის არმიამ სამოქალაქო კოლონიას ცეცხლი გაუხსნა

Reuters-ის ცნობით, უკრაინის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა 1 ოქტომბერს ინფორმაცია, რომ სულ მცირე 20 სამოქალაქო პირი დაიღუპა სექტემბრის ბოლოს რუსეთის არმიის მიერ სამოქალაქო კოლონისთვის ცეცხლის დაშენის შედეგად.

თავდასხმა მოხდა „რუხ ზონაში“ – რუსეთის და უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებს შორის.
გავრცელებული ცნობით, თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე რუსების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა განახორციელა, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს ექვს მსუბუქ და ერთი სატვირთო მანქანას.

შვიდი ავტომანქანა გახდა სამიზნე შემთხვევა „რუხ ზონაში“ მოხდა, ოკუპირებულ სვატოვსა (ლუჰანსკი) და გათავისუფლებულ კუპიანსკს (ხარკივი) შორის. რომელიც უკრაინის ხელშია და რომელიც გასულ თვეში დაიბრუნა უკრაინის ჯარმა, წერია უშიშროების სამსახურის განცხადებაში.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 10 ბავშვია.

„პირველადი მონაცემებით, მანქანებში 20 ადამიანი დაიღუპა. სამართალდამცველები და ექსპერტები მივიდნენ შემთხვევის ადგილას. საგამოძიებო მოქმდებები დაწყებულია. დეტალები ზუსტდება. ოკუპანტები იმ მოქალაქეებს დაესხნენ თავს, ვინც სცადა, დაბომბვას გაჰქცეოდა. ეს ბოროტებაა, რომელსაც გამართლება არ აქვს“ – აცხადებს სინეგუბოვი.

რუსეთის ძალებმა ხარკივის რეგიონის ქალაქი კუპიანსკი 27 თებერვალს დაიკავეს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კუპიანსში 10 სექტემბერს გაათავისუფლეს, თუმცა დასახლების ნაწილი, რომელიც ლუჰანსკის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს კვლავ ოკუპირებულია.

უკრაინის ცნობით, მას შემდეგ რაც ოკუპანტებმა ტერიტორია დატოვეს, დასახლებაში რამდენიმე წამების ოთახი და მასობრივი საფლავები იპოვეს. უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს გათავისუფლებული კუპიანსკის დაბომბვას.
29 სექტემბერს რუსეთმა დასდო ბრალად კიევს უკრაინის აღმოსავლეთში ლტოლვილების კოლონისთვის ცეცხლის დაშენა. ლტოლვილები, რუსეთის თანახმად, ხერსონის ოლქიდან იყვნენ ევაკუირებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button