გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ფინალშია
125 კგ. წონაში მოასპარეზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პტრიაშვილი ფინალში გავიდა. მან ნახევარფინალში ირანელი ამილ ჰოსეინ ზარე დაამარცხა.
ბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. შეხვედრის დებიუტში ქართველი მოჭიდავე 0:3-ს აგებდა, მაგრამ მოტივირებულმა პეტრიაშვილმა ორთაბრძოლის სათავისოდ შემოტრიალება შეძლო და მეტოქე 6:3 დაამარცხა.
ფინალში პეტრიაშვილის მოწინააღმდეგე 21 წლის ამერიკელი სტივენსონი იქნება, რომელმაც თავის მხრივ მეთხედფინალში ტაჰა აკგული დაამარცხა,
დღეს მოჭიდავეთა ტურნირზე 74 კგ. წონით კატეგორიაში გამომსვლელი ავთანდილ კენჭაძე პირველ წრეში იტალიის სახელით მოასპარეზე კუბელთან, მსოფლიო ჩემპიონ და ოლიმპიურ მედალოსან ფრანკ ჩამიზოსთან დამარცხდა.
მან რეპეშაჟში ასპარეზობის შანსიც გაუშვა ხელიდან და ოლიმპიადას დაემშვიდობა.
შეგახსენებთ,რომ ფინალური ბლოკი ხვალ, 6 აგვისტოს 14:30 საათზე დაიწყება.