სპორტი

გენო პეტრიაშვილმა წელი პირველ ნომრად დაასრულა

ჭიდაობის მსოფლიო ასოციაციამ 2021 წელი შეაჯამა. თავდაპირველად თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ქულები და რეიტინგები გამოავლინა.

უძლიერეს ძალოსანთა შორის 2 ქართველი მოხვდა: გენო პეტრიაშვილი და ნიკა კენჭაძე.

მძიმეწონოსანმა გემო პეტრიაშვილმა წელი პირველ ადგილზე დაასრულა და 98 სარეიტინგო ქულა მიიღო მისი წლევანდელი მონაგარი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი,ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის სინჯი და მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ადგილია.

27 წლის პეტრიაშვილი მსოფლიო ორგანიზაციიდან 10 ათას დოლარს მიიღებს.მეორე ადგილზე გასული ირანელი ამირ ზარე 7 ათას დოლარს და მესამე ადგილოსანი თურქი ტაჰა აკგული,- 3 ათასის მფლობელი გახდება.

24 წლის ნიკა კენჭაძე საკუთარ წონაში ჭიდაობის მსოფლიო ასოციაციამ მეორე ადგილზე დაასახელა და 7 ათასი დოლარი გამოუყო.

მისი წლევანდელი მონაპოვარი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი და მსოფლიო პირველობის ვერცხლის მედალია.

წელს საპრიზო ფონდი ასოციაციამ 200 000 დოლარიდან 600 000 დოლარამდე გაზარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button