გენშტაბი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 30 ნოემბრამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
📍ჯარისკაცი – დაახლოებით 88 880
📍ტანკი – 2 914
📍ჯავშანტექნიკა – 5 872
📍საარტილერიო სისტემა – 1 902
📍სარაკეტო სისტემა – 395
📍საზენიტო საბრძოლო სისტემა – 210
📍თვითმფრინავები – 280
📍ვერტმფრენი – 261
📍ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 562
📍საკრუიზო რაკეტები – 531
📍საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 429
📍გემი/ნავი/კატარღა – 16
📍სპეციალური აღჭურვილობა – 163
კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზარალის შესახებ ბოლოს 21 სექტემბერს განაცხადა, და თქვა, რომ დაღუპულია 5 937 ადამიანი.