მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
Georgian Airwais: “რეისებს პატრიარქის ნაჩუქარი ხატი გაუძღვება”
საქართველოს ავიახაზების, “ჯორჯიან ეარვეისის” დირექტორის, რომან ბოკერიას განცხადებით, ხვალიდან, 7 აპრილიდან თვითმფრინავი, რომელიც კორონავირუსის გამო ევროპაში ჩარჩენილ მგზავრებს ქვეყანაში დააბრუნებს, რეისებს პატრიარქის ნაჩუქარი ხატით შეასრულებს.
რომან ბოკერიას თქმით, ხატი საპატრიარქოში დღეს გადასცეს.
“დღეს პატრიარქმა ეს ხატი აკურთხა ჯორჯიან ეარვეისის სახელზე იმისათვის, რომ მადლი და ლოცვა გადასულიყო ჩვენი ეკიპაჟის წევრებზე და რაც მთავარია, იმ ხალხზე, რომელიც ჩამოგვყავს”, – უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, აღდგომის დღესასწაულზე იერუსალიმიდან ცეცხლს ჩამოიტანენ.