გერმანელმა პოლიტიკოსმა ქალმა მიგრანტებისთვის ცეცხლის გახსნის ნება დართო [Photo]

პოლიციამ, საჭიროების შემთხვევაში, ცეცხლი იმ მიგრანტებს უნდა გაუხსნას, რომლებიც გერმანიაში არალეგალურად შეღწევას ცდილობენ. ამის შესახებ განცხადება მემარჯვენე ევროსკეპტიკოსების პარტიის – “ალტერნატივა გერმანიისთვის” ლიდერმა ფრაუკე პეტრიმ გააკეთა, – წერს გერმანული გამოცემა Die Zeit.

პარტიის ლიდერის თქმით, სამართალდამცველებმა იმ ლტოლვილთა ნაკადი უნდა შეაჩერონ, რომლებიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და ავსტრიაში არალეგალურად შეღწევას ცდილობენ.

პეტრის აზრით, პოლიციამ ასეთ შემთხვევებში იარაღი აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

“არ მსურს, რომ ასე მოხდეს, ეს უკიდურესი ზომაა, მაგრამ სამართალდამცველებმა საზღვარზე იარაღი აუცილებლად უნდა გამოიყენონ. ეს კანონშია გაწერილი”, – განაცხადა პეტრიმ.

პეტრის სიტყვებმა გერმანელ პოლიტიკოსებსა და სამართალდამცველებში დიდი აღშფოთება გამოიწვია. კერძოდ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პროფკავშირმა განაცხადა, რომ სამართალდამცველი ორგანოების მუშაკები ადამიანებს არ ესვრიან.

როგორც ცნობილია, 30 იანვარს გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი გერმანელებს დაჰპირდა, რომ სამხედრო კონფლიქტის დასრულების შემდეგ მიგრანტებს სამშობლოში დააბრუნებს.

მიგრაციულმა კრიზისმა, რომელიც 2015 წლიდან ევროპაში გაჩაღდა, ყველაზე მეტად გერმანიას დაარტყა. ოფიციალური პროგნოზით, 2016 წელს გერმანიაში 800 ათასი ლტოლვილი უნდა დარეგისტრირდეს. გასულ წელს, ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე მილიონი მიგრანტი ჩავიდა. ევროკომისიამ განაცხადა, რომ ახლანდელი მიგრაციული კრიზისი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უმსხვილესად ითვლება.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”28526″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button