გერმანიამ ლტოლვილები ბუხენვალდში დაასახლა

გერმანიაში, ლტოლვილები ყოფილი ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის – ბუხენვალდის ტერიტორიაზე დაასახლეს, – წერს გამოცემა Daily Mail.

„ეს საგანგებო გადაწყვეტილებაა, მაგრამ იგი გარდაუვალი იყო. შენობა-ნაგებობებში ბევრი ადგილია,“ – განაცხადა ბერლინის ცრნტრალური ოლქის მერმა კრისტიან ჰანკემ.

საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე 21 მიგრანტი ცხოვრობს და სხვა თავშესაფრის მოლოდინში, გერმანიის ხელისუფლებისგან, სურსათისა და პირველადი მოხმარების ნივთების შეძენისთვის, 135 ევროს იღებენ.

ლტოლვილების თქმით, ისინი დროებითი თავშესაფრით კმაყოფილნი არიან.

მართალია, საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე ყველა ყოფილი ნაგებობა განადგურებულია და მიგრანტებისთვის ახალი საცხოვრებელი ააშენეს, მაგრამ ბუხენვალდში ლტოლვილების ჩასახლებამ შეშფოთებისა და კრიტიკის ტალღა გამოიწვია.

ბუხენვალდი გერმანელ ნაცისტთა საკონცენტრაციო ბანაკი იყო, რომელიც 1937 წელს, ვაიმარის მახლობლად აშენდა. ბანაკში, 1937-1945 წლებში, 50 000 ადამიანი დაიღუპა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”18032″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button