მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ბავშვების ნაწილი ნინოწმინდის პანსიონს ტოვებს

ნინოწმინდის პანსიონი 6-მა ბავშვმა დატოვა. პანსიონიდან წასვლის სურვილი გამოთქვა თექვსმეტმა.
ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ავრცელებს,რომელმაც მდგომარეობის შესწავლა დაიწყო.

“ამჟამად გრძელდება ინტენსიური მუშაობა, იდენტიფიცირებულია კიდევ 10-მდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა”, – წერია განცხადებაში.

ნინოწმინდის პანსიონში შესვლის და მდგომარეობის გაცნობის შესაძლებლობა ამ დრომდე არ ეძლევა სახალხო დამცველს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, 4 გამოძიებაა დაწყებული ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button