მსოფლიოსიახლეები

ტერაქტის სავარაუდო მცდელობა გერმანიასა და ჰოლანდიაში

გერმანიის ქალაქ მაინცსა და ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში ხუთი ადამიანი ტერაქტების მომზადების მცდელობისთვის დააკავეს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა „Zeit“ იუწყება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მაინცის პოლიციამ ნიდერლანდების მოთხოვნით დააკავა 26 წლის სირიელი, რომელსაც გერმანიაში ცხოვრების ნებართვა არ გააჩნდა. ახლა გერმანიის სასამართლომ ნიდერლანდებში მისი ექსტრადირების გადაწყვეტილება უნდა მიღოს.

დამნაშავის დასაკავებლად ოპერაცია ნიდერლანდების სამართალდამცველებთან მჭიდრო კოორდინაციით ჩატრდა. დანარჩენი ოთხი პირი როტერდამში დააკავეს, სადაც ისინი ტერორისტული აქტის განხორციელებას გეგმავდნენ. ისინი 20-დან 30 წლამდე მამაკაცები არიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button