გერმანიაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი ისევ იზრდება. ახალი შემთხვევების უმეტესი ნაწილი აღმოსავლეთ გერმანიაზე მოდის.
ქვეყანაში მოქმედ ერთ-ერთ უმსხვილეს ხორცის საწარმოში კომპანიის 260 თანამშრომელია დაავადებული. მათი ძირითადი ნაწილი მიგრანტია.
არ არის გამორიცხული, ქვეყანამ შეზღუდვები ისევ გაამკაცროს.
ამ დროისთვის, ქვეყანაში 173 647 ინფიცირებულია. გარდაცვლილია 7 788 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 148 700 პაციენტი.