გერმანიაში ლგბტ თემის წარმომადგენელი მიგრანტებისთვის პირველი თავშესაფარი გახსნეს

გერმანიაში თავშესაფარი გახსნენს, რომელიც ლგბტ თემის წარმომადგენელი მიგრანტებისთვისაა განკუთვნილი. გამოცემა Middle East Eye-ის ინფორმაციით, ნიურნბერგში განთავსებული ცენტრი 8 ადამიანზეა გათვლილი.

პროექტის ინიციატორმა და ასოციაცია Fliederlich-ის ხელმძღვანელმა, მიხაელ გლასმა განაცხადა, რომ შენობა ჯერჯერობით ცარიელია, მაგრამ უახლოეს დღეებში იქ 4 მიგრანტს ელოდებიან. ლგბტ თემის წარმომადგენელმა ლტოლვილებმა, რომლებიც გერმანიაში ირანიდან, ერაყიდან, სირიიდან და ეთიოპიიდან ჩავიდნენ, ცალკე თავშესაფარზე განაცხადი უკვე გააკეთეს.

ნიურნბერგელ ინიციატორებს ბერლინელი მიმდევრებიც გამოუჩნდნენ. მიმდინარე წლის თებერვალში, ბერლინში, ჰომოსექსუალი მიგრანტებისთვის თავშესაფარი გაიხსნება, რომელშიც 120 ადამიანი დასახლდება, – იუწყება The Times of Israel.

ორგანიზაცია Schwulenberatung ცნობით, რომელიც ლგბტ თემის წარმომადგენლებს დახმარებას უწევს, გერმანიის დედაქალაქში ამჟამად 3500 ლგბტ თემის წარმომადგენელი მიგრანტი ცხოვრობს. ხშირია შემთხვევები, როცა ჩვეულებრივ თავშესაფრებში ჰომოსექსუალების მიმრთ დანაშაულებრივი ქმედებები ხორციელდება და ამიტომ მათთვის სპეციალური ცალკე საცხოვრებლის შექმნა აუცილებელი გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button